ჯარისკაცის მამა

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2504 მეტრი, 92 წუთი

გამოშვების წელი: 1964 , პრემიერა: 13.05.1965

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი , არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი , ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
მონაწილეობენ: სერგო ზაქარიაძე (გიორგი მახარაშვილი) , ვლადიმერ პრივალცევი (ნიკიფოროვი) , ალექსანდრე ნაზაროვი (არკადი ერშოვი) , ალექსანდრე ლებედევი (ნიკოლაი ნაზაროვი) , ვლადიმერ კოლოკოლცევი (გრიშა) , იური დროზდოვი (ვივა) , ივანე კოსიხი (ახმედი) , ვიქტორ კოსიხი (ვასია) , ვიქტორ ურალსკი (პაჭუა ინვალიდი მატროსი) , ქეთევან ბოჭორიშვილი (თამარი გიორგის ცოლი) , ვლადიმერ პიცეკი (ჰოსპიტლის რეგისტრატორი) , პეტრე ლიუბეშკინ (გენერალი) , ტატიანა საპოჟნიკოვა , ნიკოლაი ბარმინი (პოლკოვნიკი) , ინა ვიხოდცევა (ბავშვებიანი ქალი) , ელენა მაქსიმოვა (დიასახლისი) , რომუალდ ვილდანი (ქირურგი) , რადნერ მურატოვი (შტაბის სამხედრო) , ბონდო გოგინავა (ფრონტელი) , ვიქტორ მიზინი , ვლადიმერ ჟარიკოვი , ირაკლი ნიჟარაძე , ვალენტინ კულიკი , ლილი ზღვაური , გიორგი (გია) კობახიძე (გოდერძი მახარაშვილი) , ა. სტარცევი , ირაკლი ქოქრაშვილი (გლეხი) , ფელიქს სტეპუნი , ჟანა კვიტაიშვილი , ნუნუ მაჭავარიანი
ფესტივალები და პრიზები:
1966

პრიზი "კაპიტოლიუმის იუპიტერი", რომის საერთაშორისო კინოფესტივალი, იტალია

კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, როდესაც ადგილზე ჩააღწევს, შვილი ჰოსპიტალში აღარ დახვდება – გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მივა. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვის, მაგრამ მძიმე ბრძოლაში გოდერძი მამის თვალწინ დაიღუპება.