პალიასტომი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2578 მეტრი, 93 წუთი

გამოშვების წელი: 1963 , პრემიერა: 1964

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ლარისა დიღმელოვა

გაჭირვებული გურული გლეხი ივანე თავად გურიელის ქვრივს ხე-ტყის დამზადების ნებართვას გამოსთხოვს. შვილთან ერთად დღე და ღამე მუშაობს, ტყეს ჭრის და ტივებს ამზადებს, რომ ფოთში გაყიდოს და აღებული ფულით ოჯახი გამოკვებოს, გადასახადები გაისტუმროს. გურიელი ტყის გაყიდვას გადაწყვეტს, მაგრამ ფირალი დათიკო დარჩია ივანეს გამოესარჩლება და ქვრივს განზრახვაზე ხელს ააღებინებს. მამა-შვილი დამზადებულ ხე-ტყეს ფოთში წაიღებს, მაგრამ პალიასტომზე ქარიშხალი ამოვარდება და ორივე დაიღუპება.


გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა "პალიასტომის ტბის" მიხედვით