განაჩენი

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2373 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1959 , პრემიერა: 1961

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორი: ირაკლი ჭავჭანიძე , გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: გიორგი შავგულიძე (მერაბი) , დუდუხანა წეროძე (თამარი) , დათო დანელია (შვილი) , მ. კახეთელიძე (შვილი) , გრიგოლ ტყაბლაძე (რევაზი - პროკურორი) , ლია ელიავა (ნანი) , იმედა კახიანი (ზურაბი) , ვახტანგ ნინუა (ახმახი) , ბიჭიკო ამაღლობელი (ჭორფლიანი) , ქართლოს კასრაძე (დათო) , დანიელ სლავინი (პოლკოვნიკი) , ემანუილ აფხაიძე , აბესალომ ლორია , ნოდარ ფირანიშვილი (პატიმარი) , ალექსანდრე გომელაური , ერასტი ბილანიშვილი , ნოჟერი ჭონიშვილი , ალექსანდრე კვალიაშვილი , მერი კანდელაკი , ირაკლი უჩანეიშვილი , გ. კიკნაძე , ირაკლი ნიჟარაძე , რევაზ ნებიერიძე , ვახტანგ სულაქველიძე , ირაკლი ქოქრაშვილი (ოსტატი)

ინჟინერ ჯაფარიძეს, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასაჩქარებლად უხეშად დაარღვია უსაფრთხოების წესები და კატასტროფა გამოიწვია, ხანგრძლივ პატიმრობას მიუსჯიან. კოლონიაში ჯაფარიძეს გზის მშენებლობის უფროსად დანიშნავენ. იგი არაერთ ახალგაზრდას დაასაქმებს, სამუშაოს შეაყვარებს და ბოროტმოქმედთა საშიში გავლენისგან იხსნის. პატიმრობიდან შინ დაბრუნებული ჯაფარიძე შეიტყობს, რომ ავადმყოფი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი მისი ბავშვები აღსაზრდელად იმ პროკურორს წაუყვანია, ვინც მას მსჯავრი დასდო.