დაიბადა 1926 წლის 18 ოქტომბერს, ქ. თბილისში.1942 წლიდან ჩაირიცხა თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში მსახიობად. 1943 წელს წავიდა სამხედროში მოხალისედ, სამხედროში მსახურობისას იყო სამხედრო ესტრადის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1950 წლიდან მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1962–1966 წლებში ტულის თეატრში, ხოლო 1966 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ომსკის თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). რუსეთის სახალხო არტისტი (1989 გარდაცვალების შემდეგ).