მე ვიტყვი სიმართლეს

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2203 მეტრი, 80 წუთი

გამოშვების წელი: 1957 , პრემიერა: 04.07.1958

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორი: ორდე დგებუაძე , ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე , ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი
კომპოზიტორი: ოთარ თაქთაქიშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი

უცხოეთის ემიგრაციაში გაჭირვებით მცხოვრები მამა-შვილი დევიძეები შეიტყობენ რომ, მდიდარმა კაპიტალისტმა ზურაბ დევიძემ ქონება საბჭოთა კავშირში მცხოვრებ თავის ვაჟს დაუტოვა. ბიძაშვილის მოსაკლავად და მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად საქართველოში ოთარ დევიძე ჩამოდის. თანასოფლელთა გაცნობისა და მათთან დაახლოების შემდეგ ოთარი განზრახვაზე ხელს აიღებს. მემკვიდრის მოკვლას ოთარის თანამზრახველი, გამდიდრებაზე მეოცნებე მელიტონი გადაწყვეტს. ოთარი მის შეჩერებას შეეცდება და შემთხვევით შემოაკვდება. დანაშაულის აღიარების შემდეგ სასამართლო ოთარს გაამართლებს.


გადაღებულია ორდე დგებუაძის მოთხრობა "მეორედ დაბადების" მიხედვით