ოთარაანთ ქვრივი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2158 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1957 , პრემიერა: 28.09.1958

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: აკაკი ბელიაშვილი , მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: დავით კანდელაკი , დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.


გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით