ბაში-აჩუკი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2615 მეტრი, 94 წუთი

გამოშვების წელი: 1956 , პრემიერა: 30.11.1957

 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორი: ვლადიმერ კარსანიძე , ლეო ესაკია
დამდგმელი ოპერატორი: დავით კანდელაკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონაწილეობენ: ოთარ კობერიძე (ბაში-აჩუკი) , დოდო აბაშიძე (აბდუშაჰილი) , ლია ელიავა (მზისა და მთვარისა) , მედეა ჩახავა (მელანო) , დოდო ჭიჭინაძე (ნინო) , კოტე დაუშვილი (სელიმხანი) , იუსუფ (იოსებ) კობალაძე (ჩოლოყაშვილი) , მერი დავითაშვილი (თიმსალ-მაკო) , გურამ საღარაძე (ფეიქარ მირზა ახუნდი) , თამარ ციციშვილი (ერისთავის ქალი ) , გიორგი შავგულიძე (ზაალ ერისთავი ) , მიხეილ მგელაძე (სიმონ მაყაშვილი) , ალექსანდრე ეძგვერაძე (გაფრინდაული) , გივი თოხაძე , გიორგი ტატიშვილი , ნიკოლოზ წიკლაური (ყორჩიხანი) , შალვა ბეჟუაშვილი , ირაკლი ქოქრაშვილი (მოურავი) , გიორგი ჟუჟუნაშვილი (მოხუცი მეომარი ) , გრიგოლ კოსტავა (ფარნა) , მიხეილ ჩიხლაძე (გლეხი)

XVII საუკუნეში კახეთში ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით დაწყებული აჯანყება მთელს საქართველოს მოედო. იმერელი ჭაბუკი, მეტსახელად "ბაში-აჩუკი", მუსრს ავლებს ყიზილბაშებს. იგი ტყვეობიდან ათავისუფლებს შაჰის ჰარამხანისთვის სპარსეთისკენ გარეკილ ქალიშვილებს, რომელთა შორის მისი ტყუპი დებიც არიან. ბაში-აჩუკის მიერ ორთაბრძოლაში დამარცხებულ სპარს ფალავანს, მოსისხლე მტერს, აბდუშაჰილს, ერთი მათგანი, მზისა, შეუყვარდება. მის სიყვარულში დარწმუნებული მზისა აბდუშაჰილს აჯანყებულ ქართველთა ბანაკში მიიყვანს, სადაც გაირკვევა, რომ ისიც ქართველია – ბავშვობაში სამშობლოდან გატაცებული და მტრის კარზე გაზრდილი. აბდუშაჰილის ლაშქარი იარაღს დაყრის. ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ გადაწყდება.


გადაღებულია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით