ჭრიჭინა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2685 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1954 , პრემიერა: 27.12.1954

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე , ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორი: მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი , ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი , თამარ ლობოვა
დამდგმელი მხატვარი: ლევან შენგელია
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა) , ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე) , თამარ აბაშიძე (ელპიტე) , ალექსანდრე ომიაძე (გიორგი) , ლიანა ასათიანი (მარინე) , მედეა ჩახავა (ცქრიალა) , რამაზ ჩხიკვაძე (შოთა) , დოდო აბაშიძე (ბიჭიკო) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კირილე) , გიორგი შავგულიძე (არჩილი) , შალვა ღამბაშიძე (ირაკლი) , ალექსანდრა თოიძე (ნატო) , დოდო ჭიჭინაძე (თინა) , თამარ ციციშვილი (შოთას დედა) , გიორგი გეგეჭკორი (ლევანი) , ბიძინა წულაძე (პროფესორი) , თამარ თუშიშვილი (ჩიტოლია) , ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (აგრაფინა) , ემანუილ აფხაიძე , მიხეილ სულთანიშვილი , იაკობ ტრიპოლსკი (პროფესორი) , მერაბ (მურად) ხინიკაძე , ლეონიდ (ლეო) ბაქრაძე , ირინე მაღალაშვილი (ნონა) , გიორგი გელოვანი (სტუმარი) , ივანე გვინჩიძე (დავითი) , ყარამან (გუგული) მგელაძე , ნანი ჩიქვინიძე , ლაზარე ყაზაიშვილი , თამარ დოლიძე

მარინე, რომელსაც უდარდელი ხასიათის გამო თანასოფლელებმა „ჭრიჭინა“ შეარქვეს, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად თბილისში მიდის და ნათესავებთან ბინავდება. პირველივე გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ დარცხვენილი ბრუნდება ბიძის სახლში, სადაც მოულოდნელ დახვედრას უწყობენ, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ჭრიჭინა გამოსავალს ეძებს, თავის დასაძვრენად ერთ ტყუილს მეორეს უმატებს და სოფელში ბრუნდება. ტყუილები გამოაშკარავდება, სულელურ ვითარებაში აღმოჩენილი ახლობლები შეურაცხყოფილები არიან. მარინე საქციელს მოინანიებს და გამოსწორდება, ფერმაში დაიწყებს მუშაობას და შეყვარებულსაც შემოირიგებს.


გადაღებულია მარიამ ბარათაშვილის პიესა "მარინეს" მიხედვით.