ფილმი გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
1841 წლის გურიის აჯანყებაში გლეხებთან ერთად მთავრობით უკმაყოფილო თავადაზნაურობაც მონაწილეობს. აჯანყებულებს აჭარის მთავარი ჰასან-ბეგიც უჭერს მხარს. მეფის ჯარში მებრძოლი აზნაურები გლეხების დასამარცხებლად სამეგრელოს მთავარს, დადიანს სთხოვენ დახმარებას, მაგრამ დადიანის ჯარიც აჯანყებულთა მხარესაა. მეფისნაცვალი აჯანყებულთა მოკავშირე ჰასან-ბეგს მოისყიდის და ჯანყს ჩაახშობს.
ჩამოტანის წელი 2019.აღდგენის წელი 2020. (ინტერტიტრი -ქართ. სუბტიტრი-ინგლ)აღდგენილია ეროვნულ არქივში