დაიბადა 1937 წლის 11 მაისს მოსკოვში. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1962, კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1968 წლიდან. არის საქართველოს სახალხო არტისტი(1985). 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" . მიღებული აქვს საპატიო ნიშნის ორდენი (1976), ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი "ოქროს იუგო" (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.

ფილმოგრაფია