ზინაიდა კვერენჩხილაძე

მთავარი icon ხელოვანი  icon ზინაიდა კვერენჩხილაძე

ზინაიდა კვერენჩხილაძე

25/08/1932  - 02/09/2011

დაიბადა 1932 წლის 25 აგვისტოს, ქ. თბილისში. 1951 წელს თბილისის ქალთა 35–ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობს თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან კი მეტყველების კათედრის პედაგოგია. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია "ქვემო ქართლი". მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის "ჩემი ანტიგონეს" პუბლიკაციით. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1968). საქართველოს სახალხო არტისტი (1976). ღირსების ორდენის კავალერი (1999),

ფილმოგრაფია