ფერმის მუშების ცხოვრება ერთი შეხედვით მოსაწყენია. დღეები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ერთფეროვნებას შრომით მოგვრილი კმაყოფილების გრძნობაც თან ახლავს. საღამოობით, ძროხების წველას რომ მორჩებიან, ნაჯაფ-ნაშრომი ალექსი, ივანე, ლელა, კობე, მარო და ქრისტინე კოცონს შემოუსხდებიან, გემრიელად ივახშმებენ და შემდეგ გარმონზე "ქალისას და ვაჟისას" დაამღერებენ.