პროვინციულ ქალაქში ნიჭიერი გოგონას ხათუნას წკრიალა ხმას ყველა ცნობს. მშობლები დიდ იმედებს ამყარებენ შვილზე, მაგრამ გოგონას ბავშვებისთვის შეუფერებელი, გადაპრანჭული საკონკურსო სიმღერები არ მოსწონს, ტრადიციული ქართული სიმღერა ურჩევნია. ხათუნა კონკურსს ჩაშლის, ბავშვთა კვარტეტს ჩამოაყალიბებს და ბაბუამისის მიერ გადამუშავებულ მოცარტის ლამბახური სიმფონიის მთავარ თემას გურულ კილოზე შეასრულებს.