დაიბადა თბილისში 1929 წლის 12 იანვარს. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატია. მსახიობობასთან ერთად წარმატებით ეწევა პედაგოგიურ–აღმზრდელობით საქმიანობას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. თბილისის საპატიო მოქალაქე (2001).

ფილმოგრაფია