ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე

18/08/1917  - 04/10/1981

დაიბადა 1917 წლის 18 აგვისტოს (ძვ. სტ. 1 სექტემბერს) ქ. თბილისში. 1925 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტში. 1938-42 წ.წ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში (ახლანდელ ინსტიტუტში). 1942-63 წ.წ. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. 1942 წლიდან შეთავსებით მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დრამატულ წრეში რეჟისორად, ხოლო 1957 წლიდან - სამხატვრო ხელმძღვანელად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1966).

ფილმოგრაფია