ქართველები ცაში

ფანტასტიური  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1942 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1984

 

დამდგმელი რეჟისორი: ომარ გვასალია
სცენარის ავტორი: ომარ გვასალია , გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე გვასალია
დამდგმელი მხატვარი: მერაბ ქობულაძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: ნელი ქრისტესაშვილი
მონაწილეობენ: გია ბადრიძე (მფრინავი) , მამუკა კიკალეიშვილი (უცნობი) , გივი (გურამ) ფირცხალავა (მფრინავი) , კარლო საკანდელიძე (მონადირე) , სოფიკო ჭიაურელი (მგზავრი) , ბერტა ხაფავა (მანანას დედამთილი) , კახი კავსაძე (მგზავრი) , გიორგი (გია) მატარაძე (მფრინავი) , რეზო ჩხიკვიშვილი (როსტომი) , დარეჯან ხარშილაძე (ბორტგამცილებელი) , ნატაშა შენგელაია (ბორტგამცილებელი) , მარინა კახიანი (მანანა) , ჟანრი ლოლაშვილი (მგზავრი) , იმედა კახიანი (მგზავრი) , მანანა გამცემლიძე (მგზავრი) , ანა ნიჟარაძე (მგზავრი) , გიორგი (გია) ფხაკაძე (მგზავრი) , ივანე საყვარელიძე (მონადირე) , იზა გიგოშვილი (მგზავრი) , ნინელი ჭანკვეტაძე (მგზავრი) , ჯემალ ღაღანიძე (მგზავრი) , ზურაბ ქაფიანიძე (მგზავრი) , გია გამყრელიძე-ძნელაძე (სოსო)

თვითმფრინავის მგზავრებს მოულოდნელად ღვთის მოციქული გამოეცხადება. თითოეულ მათგანს ცოდვებს მოჰკითხავს, მართლებს პარაშუტებს დაურიგებს, ცოდვილთ გარდაუვალი დაღუპვა ელით. ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი მგზავრები ადამიანური ბუნების დაფარულ თვისებებს გამოავლენენ.