ცარიელი სივრცე

დრამა  

კომპანია ”ქართული ტელეფილმი”  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 0 მეტრი, 98 წუთი

გამოშვების წელი: 2001

 

დამდგმელი რეჟისორი: როლანდ (მიხო) ბორაშვილი
სცენარის ავტორი: თამაზ მამულაშვილი , როლანდ (მიხო) ბორაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: თენგიზ ქართველიშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: მადონა ლომიძე
ფესტივალები და პრიზები:
2001

დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი ”კინოშოკი”-ს პრიზი (ანაპა)

2002

პრიზი ”ოქროს რაინდი” მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი (რუსეთი)

2005

საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, აშდოდი (ისრაელი)

ფილმის მთავარი პერსონაჟი აფხაზეთის ტრაგედიის მონაწილეა, რომელმაც საქართველოს მთლიანობის დაცვის ნაცვლად ნაალაფარი დააგროვა, რუსეთს შეაფარა თავი და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, როგორც ნარკობიზნესის წარმომადგენელი. მისი ოჯახისა და მისი ყოფილი თანამებრძოლების ყოფის ფონზე ფილმში იქმნება სახელდაურქმეველი ომით დაღდასმული საზოგადოების სოციალური და მორალური სახე.