ფილმის მთავარი გმირები საზოგადიების საერთო ფონზე "თეთრი ყვავებივით" გამოიყურებიან. ისინი ან თავად ქმნიან არაორდინარულ სიტუაციას, ან გარემოებათა წყალობით ექცევიან ამგვარ ვითარებაში. დაწესებულ "ჩარჩოში" მოუთავსებლობით ისინი ერთგვარ წკიპურტების როლს ასრულებენ საზოგადოებისათვის.
ფილმი შედგება ოთხი ნოველისაგან: "კაცი ხეზე", "არ მაწყენინე", "კოლექტივის სახელით" და "მოაზროვნე".