ბეღურების გადაფრენა

მთავარი icon ფილმები  icon ბეღურების გადაფრენა

ბეღურების გადაფრენა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1778 მეტრი, 65 წუთი

გამოშვების წელი: 1980

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი
დამდგმელი მხატვარი: იური კვაჭაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მატარებლის ხმაურიან ვაგონში გუჯას ყურადღებას ერთი მგზავრი მიიპყრობს, რომელიც ათასგვარი ისტორიებით აბრუებს მსმენელს. გუჯა ფუჭ ლაყბობას ვერ აიტანს, შეუტევს, მაგრამ ტრაბახას მგზავრები გამოექომაგებიან. გუჯა უკაცრიელ სადგურზე ჩამოვა. მატარებლიდან ჩამოდის ტრაბახაც. გუჯა ბრაზს ვეღარ დაიოკებს და დაუნდობლად გალახავს მას. ტრაბახა ცნობილი მომღერალი კი არა, უბრალო სოფლელი მღებავი აღმოჩნდება, რომელსაც ძვირფას ჩემოდანში საღებავიანი ფუნჯები უყრია და ლაყბობისათვის არაერთხელ მოხვედრია. გუჯას ნაცემი შეებრალება და მასთან ერთად რუსეთში გამგზავრებას შესთავაზებს მშენებლობაზე სამუშაოდ.

მუსიკალური გაფორმება: თემურ ბაბლუანისა