ხარება და გოგია

სათავგადასავლო  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 15 ნაწილი, 3852 მეტრი, 143 წუთი

გამოშვების წელი: 1987

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: ბაადურ ბალარჯიშვილი , გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე , ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია , გენო ცაავა
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: სოფიო მაჩაიძე
პროდიუსერი: გივი გელაშვილი , მურმან ცინცაძე
მონაწილეობენ: ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი) , ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი) , მიხეილ სალაძე (მედუქნე ილო ) , ავთანდილ მაისურაძე (სანდრო ყავლაშვილი-ძია ) , ოთარ მეღვინეთუხუცესი (ახვლედიანი) , ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი) , თენგიზ ბერიძე , გურამ ლორთქიფანიძე (ფოტოგრაფი) , ზურაბ ანთელავა (შახტიევი) , ირაკლი ხიზანიშვილი (სიდამონიძის ნაცნობი) , იური გეწაძე , ლერი ზარდიაშვილი (თანდილა, გლეხი) , გიორგი ხაჩატუროვი , მზია არაბული (ეთერი, გოგიას საყვარელი ) , იობი ბართიშვილი (შაქრო) , დავით ჯავახიშვილი (თავადი ანდრონიკაშვილი) , ლალი ანდრონიკაშვილი (ქალბატონი ანდრონიკაშვილი) , მერაბ ვაჩნაძე (კაპიტანი) , მერაბ ანდრონიკაშვილი (თავადი) , გივი ხახიძე , თამარ თარხნიშვილი , ოთარ ზაუტაშვილი (მიკირტუმა) , თემურ ჯორჯაძე , ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი) , ვახტანგ ფანჩულიძე (ზალიკა სიმონიშვილი) , გია ჯაფარიძე (ჩორტივოზნაეტ) , გიორგი (გიო) ხუციშვილი (მეეტლე უტრუხუნე) , მურმან ჯინორია (სიდამონიძე) , ნუგზარ შატაიძე (სიმონა, ხარებას ძმა) , ქეთევან ნინუა (თავადის ქალი ანდრონიკაშვილი) , მარიამ (მარიკა) ჭიჭინაძე (ელიკო, თამროს და ) , იური ვასაძე (შავბაქაიძე) , ივანე საყვარელიძე (მკითხავი ფრიდონა) , ნინო თარხან-მოურავი (თამრო) , რუსლან მიქაბერიძე (გენერალი) , შალვა ხერხეულიძე (თავადი ყარაშვილი) , მალხაზ ჭეიშვილი , ტრისტან სარალიძე , გოგი ფირიაშვილი , გულნარა ცირიკაშვილი , ამირან ამირანაშვილი , ნოდარ სოხაძე , თათია ხაინდრავა (თავად ყარაშვილის მეუღლე) , ჯიმშერ (ჯიმი) ლომიძე , კახა თავართქილაძე , რეზო ჩხაიძე , მიხეილ (უმც) ჯოჯუა

თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს – ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს.