დაიბადა სოფ. გეგმოუბანში (საგარეჯოს რ–ნი) 1948 წლის 15 მარტს. თავისუფალი სტილის მოჭიდავე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს ჩემპიონი (1971, 1973, 1974, 1975). 1973 წელს ასევე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ლენინისა და საპატიო ნიშნის ორდენების კავალერი.