ძახილი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1937 მეტრი, 70 წუთი

გამოშვების წელი: 1979

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: ნოდარ დუმბაძე , ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე სულამანიძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა

ფილმი ორი ნოველისგან შედგება.

  • პირველ ნოველაში დედ-მამით დაობლებულ ნოდარს საცხოვრებლად ხან ერთი ბებია, ხან მეორე ბაბუა ეპატიჟება. გული რომ არ დაწყვიტოს და შვილების დაკარგვის ტკივილი შეუმსუბუქოს, ნოდარი მორჩილად ასრულებს მოხუცების ნებას; მისთვის ორივე კერა მშობლიურია.
  • მეორე ნოველა საქართველოს ზღვისპირა ქალაქში გაზრდილი ბერძენი ბიჭის, იანგულის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მშობლებთან ერთად საბერძნეთში მიემგზავრება საცხოვრებლად. იანგული საყვარელ ქალაქთან და მეგობრებთან განშორებას ვერ შეეგუება და გემბანიდან გადმოხტება. ნაპირი შორს აღმოჩნდება, დაღუპულ იანგულს ზღვა მშობლიური ქალაქის ნაპირთან გამორიყავს.

  • გადაღებულია ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით