ანარეკლი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2251 მეტრი, 81 წუთი

გამოშვების წელი: 1974

 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი: თეიმურაზ მაღლაფერიძე , ოთარ აბესაძე
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი
მონტაჟი: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: თენგიზ არჩვაძე (ჯაბა) , მედეა ბიბილეიშვილი (ზანდა) , იზა გიგოშვილი (ირმა) , დავით პაპუაშვილი (ევგენი) , მარინე თბილელი (ელენე) , ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (გერონტი) , თამილა ლასხიშვილი (სალომე) , ბუხუტი ზაქარიაძე (სანდრო) , სპარტაკ ბაღაშვილი , კოტე დაუშვილი , მერაბ გეგეჭკორი , გ. დარისპანაშვილი , პავლე ინწკირველი , ვახტანგ ნინუა , იპოლიტე ხვიჩია , გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე , ივანე ოსაძე , ნინო ჩხეიძე , დავით ქუთათელაძე , ელისაბედ (ლიზა) ვაჩნაძე , თამაზ თოლორაია , ზანდა იოსელიანი , მალხაზ ბებურიშვილი , ნ. აბესაძე , ხ. დოლიძე , გ. დოლიძე , ნ. მაღლაფერიძე , მაია ტატიშვილი , ლ. გოგიშვილი

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი ჯაბა იმედაძე ყურძნის უხვმოსავლიანი ჯიშის გამოყვანაზე მუშაობს. ცოლს მისი საქმეები ნაკლებად აინტერესებს და ოჯახის მიმართაც გულგრილობას იჩენს. საიდუმლო ჯაბასაც აქვს – ინსტიტუტის თანამშრომელი, ირმა მოსწონს. ევგენი გამცემლიძე, რომელსაც ჯაბა დისერტაციას დაუწუნებს, მის ცოლს ქრთამად ძვირფას საჩუქარს შეაპარებს. სამსახურში უსიამოვნებას ოჯახურიც დაერთვის – ჯაბა ცოლთან გაყრას გადაწყვეტს. მას ექსპერიმენტის განხორციელებას შესთავაზებენ და ახალი ჯიშის ვენახის გასაშენებლად ჯაბა მშობლიურ სოფელში გაემგზავრება.