ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება

მთავარი icon ფილმები  icon ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება

ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 6 ნაწილი, 1553 მეტრი, 56 წუთი

გამოშვების წელი: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი , ნანა მჭედლიძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გივი) კასრაძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: მარიამ ფრიდონოვა , ნუნუ თავბერიძე

სოფელში დაფასებული ექიმი ელენე დასვენების დღეს თბილისში, დედისა და დის მოსანახულებლად ჩამოვა. ნაცნობებსაც მოიკითხავს, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვობის მეგობრის, სულხანის ნახვა ენატრება. მის სიყვარულს დიდი ხანია გულში საიდუმლოდ ატარებს. მაგრამ სულხანი მეგობარ ქალთან ერთად ქალაქგარეთ არის. ელენეს მარტოსულობას ვერავინ ხვდება. დასვენების დღე მალე ჩაივლის. ელენე სოფელში დაბრუნდება.