სამკაული სატრფოსათვის

მთავარი icon ფილმები  icon სამკაული სატრფოსათვის

სამკაული სატრფოსათვის

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2049 მეტრი, 74 წუთი

გამოშვების წელი: 1971

 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი: თამაზ მელიავა , თენგიზ აბულაძე , აჰმედხან აბუ-ბაქარი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი , ასხაბ აბაკაროვი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვლადიმერ პოლიკარპოვი
მონტაჟი: გულნარა (გულიკო) ომიაძე

სამ ძმას ერთი ქალიშვილი უყვარს. დავის გადასაწყვეტად, ძველი ადათის თანახმად, საპატარძლოსთვის განსაკუთრებული საჩუქრის საძებნელად გაეშურებიან. უმცროსი ძმა, ბაჰადური დაღესტანს მოივლის, ბევრ ხიფათს გაუმკლავდება და უხუცესთა წინაშე სატრფოსთვის მისართმევი უცნაური საჩუქრით წარსდგება - ეს არის მშვენიერი მოთხრობა მშობლიური დაღესტნის მკვიდრთა და ზნე–ჩვეულებათა შესახებ. ვაჟი საპატარძლოსაც ასიამოვნებს და თანასოფლელებსაც. ბაჰადური ქალს ცოლად შეირთავს და ვაჟი შეეძინება.


გადაღებულია აჰმედხან აბუ-ბაქარის მოთხრობის "ყელსაბამი ჩემი სერმინაზისათვის" მიხედვით