გათენების წინ

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1896 მეტრი, 68 წუთი

გამოშვების წელი: 1971

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი
მონაწილეობენ: გივი (გურამ) ფირცხალავა (ფარნაოზი) , თენგიზ არჩვაძე (მურზაყანი) , გია ნარიმანიძე (ბოჩია) , მანანა ცხოვრებოვა (სალომე) , ლეო (ლევან) ფილფანი (ეზეკია) , კარლო საკანდელიძე (რაჟდენი) , იპოლიტე ხვიჩია (კოლია) , ზინაიდა კვერენჩხილაძე (არნაოზის დედა) , გიორგი გოცირელი (ავალო) , გია ბადრიძე (სულაბერიძე) , გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ფილიპე) , სპარტაკ ბაღაშვილი (თავადი) , იუსუფ ზოიძე (ოფიცერი) , ნოდარ მარგველაშვილი , ბორის წიფურია (ულვაშა) , აბესალომ ლორია , იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ოძიგავა) , ჟანი მიქაძე , არჩილ მაჩაბელი , შალვა გედევანიშვილი , თამარ სხირტლაძე , ქეთევან მგელაძე , ლ. ბარათაშვილი , თემურ ჩაჩავა , ზურაბ ქაფიანიძე , ვასილ ჩხაიძე , ნოდარ სოხაძე , თამაზ დანელია , ჯემალ ღაღანიძე (ბოლშევიკი)

აჯანყებული გლეხების რაზმი ფარნაოზ მორჩაძის ხელმძღვანელობით მენშევიკურ მილიციას განაიარაღებს და იარაღს გადამალავს. მთავრობა დამსჯელ რაზმს გაგზავნის, მაგრამ აჯანყებულები პირისპირ შებმას თავს აარიდებენ, პარტიზანულ გამოსვლებს შეწყვეტენ და ფართომასშტაბიან აჯანყებას შეუერთდებიან. გამარჯვებას დამარცხება მოსდევს. აჯანყების მეთაურები თავს ტყეს შეაფარებენ. ფარნაოზს სახლს გადაუწვავენ, ძმადნაფიცს მოუკლავენ, შემდეგ ჯაშუშს მიუგზავნიან და ვერაგულად მოკლავენ. ქალაქში წითელი არმია შემოდის. ჯარისკაცები ურემზე დასვენებულ ფარნაოზ მორჩაძის ცხედარს მოასვენებენ.