გიორგობისთვე

სატირული კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2679 მეტრი, 79 წუთი

გამოშვების წელი: 1966 , პრემიერა: 01.05.1968

 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორი: ამირან ჭიჭინაძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: ნათელა იოსელიანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: აბრამ რუდოი , ა. კაზანსკი
ფესტივალები და პრიზები:
1968

ჟორჟ სადულის სახელობის პრემია (საფრანგეთი)

ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაუბედავს.