მაცი ხვიტია

სათავგადასავლო  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2570 მეტრი, 93 წუთი

გამოშვების წელი: 1966 , პრემიერა: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: გურამ ასათიანი , გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი , იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე , რომან მახარაძე
კომპოზიტორი: სერგო ჟვანია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვლადიმერ პოლიკარპოვი
მონტაჟი: მანანა ყარალაშვილი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

სახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს იტყვის და იმავე ღამეს დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას გაათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას არაერთხელ დაიმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს დაესხმის და ტყვეებს გაათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს, სადაც საფრთხე აღარ დაემუქრებათ. გურანდუხტის მდევრები გაქცეულებს წამოეწევიან და დახოცავენ.


გადაღებულია ანტონ ფურცელაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით