დაიბადა 1947 წლის 23 ივლისს, ქალაქ კალინინგრადში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის ქოროგრაფიული სასწავლებელი. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფრანგული ენის განყოფილება. 1963-1987 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981), საქართველოს სახალხო არტისტი (1986).