მე ვხედავ მზეს

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2418 მეტრი, 87 წუთი

გამოშვების წელი: 1965 , პრემიერა: 1966

 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი: ნოდარ დუმბაძე , ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მეორე მსოფლიო ომის დროს მამაკაცების გარეშე დარჩენილ სოფელში დარდი და სიდუხჭირე დაისადგურებს. ცხოვრების სიმძიმე ობოლ სოსოიას ადამიანებისადმი თანადგომას ადრე ასწავლის - ბიჭი მარტოხელა მამიდაზე ზრუნავს, ზრუნავს ბავშვობის მეგობარ უსინათლო ხატიაზე, სულით ავადმყოფ ბეჟანაზე, დაჭრილ რუს ჯარისკაცზე... მთავრდება ომი. სოსოიას სწამს, რომ ცხოვრება გამოკეთდება, ხატიას თვალი აეხილება და ცხოვრების გზას მასთან ერთად გაივლის.


გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით