მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მთავარი icon ფილმები  icon მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2553 მეტრი, 92 წუთი

გამოშვების წელი: 1962 , პრემიერა: 08.06.1963

 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი: ნოდარ დუმბაძე , თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური , კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე , ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი

ობოლი გურული ბიჭის, ზურიკელა ვაშალომიძის ცხოვრება ოლღა ბებიასა და ერთი შეხედვით ახირებული მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში მიედინება. ომისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ეს ადამიანები ცხოვრებას იუმორით უყურებენ, ილიკო და ილარიონი დაუსრულებლად პაექრობენ და აქილიკებენ ერთმანეთს, თუმცა განუყრელი მეგობრები არიან. ამ დროს იწერება ზურიკელას პირველი ლექსები, პირველი სასიყვარულო ბარათი... გაივლის ომის მძიმე წლები. ზურიკელა ქალაქში უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს და სოფელს დაუბრუნდება.


გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით