პაპა გიგია

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1935 მეტრი, 70 წუთი

გამოშვების წელი: 1960

 

დამდგმელი რეჟისორი: ზაქარია გუდავაძე
სცენარის ავტორი: გრიგოლ ჩიქოვანი , ი. კროტკოვი
დამდგმელი ოპერატორი: იური რიშკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: მარიამ (მერი) დავითაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი , ნიკოლაი ანოშჩენკო

კოლმეურნეები ყურძნის მოსავლიანობის ასამაღლებლად ვაზის ჯიშების განახლებას გადაწყვეტენ, ძველი ვენახების აჩეხვაში მათ პიონერებიც ეხმარებიან. გამოცდილ მევენახეს, პაპა გიგიას ვაზის განახლების მნიშვნელობა კარგად ესმის, მაგრამ საკარმიდამო ვენახის ამოძირკვა არ სურს. პაპის ურჩობით შეწუხებული დათო ვაზის აჩეხვას თვითონ დაიწყებს. პაპა მკაცრად დასჯის, მაგრამ როდესაც შვილიშვილს მისი მეგობრებიც გაკიცხავენ, გიგია დათმობს და ვენახს საკუთარი ხელით აჩეხავს.


გადაღებულია გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობა "მეორე ოჯახის" მიხედვით