მაია წყნეთელი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2649 მეტრი, 96 წუთი

გამოშვების წელი: 1959 , პრემიერა: 29.02.1960

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: ვალერიან კანდელაკი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური , კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი , ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (მაია, მათე ბიჭი) , გრიგოლ ტყაბლაძე (მეფე ერეკლე) , გოჩა აბაშიძე (მანუჩა) , აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ბერიკა) , ვახტანგ ნინუა (ჯემალა) , იოსებ (სოსო) აბრამიშვილი (გიო) , ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე (ქერიმ-აღა) , გრიგოლ კოსტავა (ამილახვარი) , ზაქარია სიხარულიძე (ქარიყლაპია) , ოთარ დათუაშვილი (თანდილა) , ალექსანდრე აფხაიძე (ქაიხოსრო დიღმელი) , ირაკლი ქოქრაშვილი (გუბაზი) , ივანე ნინუა (ბარათა) , მიხეილ სულთანიშვილი (მოურავი) , ემანუილ აფხაიძე (მექისე) , ალექსანდრე სიხარულიძე , გიორგი ჟუჟუნაშვილი (თათრების ჯარის სარდალი ) , ილია ბაკაკური , ბადრი კობახიძე , დავით ოქროსცვარიძე , ალექსანდრე ალაზნისპირელი , დიმიტრი ყიფიანი (ხანი)

მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. უშიშრად შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის. მათე-ბიჭად მონათლული მაია ყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათეს ბერიკებად გადაცმული მეგობრები გაათავისუფლებენ და შემოსეული მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მეფის ჯარს შეუერთდებიან. დაჭრილი მათე-მაია თავისი ქალობის საიდუმლოს უახლოეს მეგობარ ვაჟს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს.


გადაღებულია ვლადიმერ კანდელაკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით