ორი ოჯახი

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2564 მეტრი, 93 წუთი

გამოშვების წელი: 1958 , პრემიერა: 1959

 

დამდგმელი რეჟისორი: დავით კანდელაკი
სცენარის ავტორი: სამსონ სულაკაური , არჩილ სულაკაური , დავით კანდელაკი
დამდგმელი ოპერატორი: დავით კანდელაკი , შოთა კილაძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ელიზბარ გაბრიელი

ორი უშვილო ოჯახი. ჩიტო და ვახტანგი ბავშვს იშვილებენ საბავშვო სახლიდან. ლია ბავშვის აყვანაზე დიდი ხანია ოცნებობს, მაგრამ დარდიმანდ, ქეიფის მოყვარულ ქმარს ვერ ითანხმებს. ჩიტო, რომელსაც ბავშვის მოვლა არ უნდა, ქმრის მივლინებაში ყოფნით ისარგებლებს და ნაშვილებ დათუნას ბავშვთა სახლში დააბრუნებს. დათუნას ახალი დედობილი ლია გახდება, რომელიც ქმარს გაეყრება და ბავშვს თვალის ჩინივით უვლის. ცოლის უგულობით შეძრული ვახტანგი სახლს მიატოვებს, დათუნას და ლიას მოძებნის და მათთან ერთად ბედნიერ ოჯახს შექმნის.