მანანა

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1966 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1958 , პრემიერა: 08.02.1960

 

დამდგმელი რეჟისორი: ზაქარია გუდავაძე , შალვა მარტაშვილი
სცენარის ავტორი: ელიზბარ გედევანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ოჰანეს მაგაკიანი
დამდგმელი მხატვარი: თენგიზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: მარიამ (მერი) დავითაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი , ვიქტორ ენგელსი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

ანცი გოგონა მანანა თავის ნებაზე ათამაშებს მოხუც ბებიასა და ბაბუას, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ ზედმეტად ანებივრებენ შვილიშვილს. ბავშვი გაკვეთილებს აცდენს, მამას, მეზობლებს და ამხანაგებს ატყუებს. საკუთარ ტყუილებში გახლართული მანანა ყველას უსიამოვნებაში გარევს და მიხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ის პატიებას ითხოვს და პირობას დადებს, რომ ამიერიდან სამაგალითო მოსწავლე გახდება.