სხვისი შვილები

კინონოველა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2110 მეტრი, 77 წუთი

გამოშვების წელი: 1958 , პრემიერა: 12.05.1959

 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი: რევაზ ჯაფარიძე , თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური , კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
ფესტივალები და პრიზები:
1965

"ვერცხლის ნეადა" პორტა-ტერმოს (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია

სტუდენტი ნატო ქუჩაში ორ ბავშვს გაიცნობს და დაუმეგობრდება. დაქვრივებული დათო, ბავშვების მამა, ახლახანს დაცილდა თავის შეყვარებულს, თეოს, რომელმაც ბავშვებთან საერთო ენა ვერ გამონახა. ნატო დათოს ცოლი ხდება და ბავშვების აღზრდას კიდებს ხელს, ამისთვის სწავლასაც კი ანებებს თავს. მაგრამ ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება – ერთ დღეს, თეოსთან შეხვედრის შემდეგ დათო სახლიდან მიდის და ახალგაზრდა ცოლს თავის შვილებთან ერთად ტოვებს. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან გარბის, მაგრამ მალე ბავშვებს უბრუნდება, რადგან ხვდება, რომ ისინი მისთვის „სხვისი შვილები“ აღარ არიან.