ქალის ტვირთი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2820 მეტრი, 102 წუთი

გამოშვების წელი: 1957 , პრემიერა: 18.06.1958

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ლია ელიავა (ქეთევან ახატნელი) , იაკობ ტრიპოლსკი (ზურაბ გურგენიძე) , გიორგი შავგულიძე (კლიმიაშვილი) , თამარ წულუკიძე (მარიამი) , ალექსანდრე ომიაძე (ანდრო) , გიორგი გეგეჭკორი (ნიკო) , ვალერიან დოლიძე (ილიკო) , ოთარ კობერიძე (აკაკი ახატნელი) , დავით ოქროსცვარიძე (ჯაშუში) , მარინე თბილელი (მართა) , მიხეილ მინეევი (ვასილი) , ფარსმან სონღულაშვილი (სურენი) , კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (რაჟდენი) , ვ. მირონოვი (ბეზგინი) , ანდრო კობალაძე , გიორგი დავითაშვილი , ზურაბ (კუკური) ლაფერაძე , ლიანა მანჯავიძე , ა. ერმილოვი , ასმათ ქანდაურიშვილი , ბარნაბ მამასახლისი , ალექსანდრე ვოლოგინი , ლეონიდ რომანოვი , მერი დავითაშვილი , გიორგი ჟუჟუნაშვილი (მუშა-რევოლუციონერი) , გენრი კავლელიშვილი

ქეთევან ახატნელი მეტეხის ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონერს, ზურაბ გურგენიძეს შეიფარებს და ამ დღიდან რევოლუციური მოძრაობის გულშემატკივარი გახდება. ახატნელების ოჯახში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ცხოვრობენ. არალეგალური საქმიანობისთვის დაპატიმრებული ძმის ციხიდან დასახსნელად ქეთო ჟანდარმთა როტმისტრს, კლიმიაშვილს მიყვება ცოლად. იგი ცოლს აგენტს მიუჩენს და გურგენიძის ორგანიზაციას აღმოაჩენს. ქეთო იძულებული გახდება ამხანაგების გადასარჩენად ქმარი მოკლას, მაგრამ კლიმიაშვილი საპასუხო გასროლას მოასწრებს. დაჭრილი ქეთო რევოლუციონერებს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ზურაბს ხელში ჩააკვდება.


გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.