ცისკარა

ზღაპარი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2091 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1955 , პრემიერა: 18.09.1956

 

დამდგმელი რეჟისორი: სერგო ჭელიძე
სცენარის ავტორი: კოტე მიქაბერიძე
დამდგმელი ოპერატორი: ბორის ბურავლიოვი
დამდგმელი მხატვარი: ფარნაოზ ლაპიაშვილი , იოსებ სუმბათაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

ბოროტი ჯადოქარი სოფელს უწყლობით ტანჯავს. ხალხს აღარც ჯადოსნური სალამური აქვს, რომელიც გრძნეულთან ბრძოლაში შველოდა. სიკვდილის წინ მამა ცისკარას დაუბარებს შური იძიოს და ხალხი გრძნეულისგან იხსნას. ცისკარა მამის ანდერძს შეასრულებს - მიწისქვეშა სამფლობელოში შეაღწევს, თავისი შეყვარებულის, მზიასა და ერთგული მეგობრის, ბადრის დახმარებით გრძნეულს დაამარცხებს და ხალხს ჯადოსნურ სალამურთან ერთად წყალს და თავისუფლებას დაუბრუნებს.