დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს. 1958 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო) იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივანი (1976-1991), უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990-1992), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე (1992), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995). საქართველოს სახალხო არტისტი (1979). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1988). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.დაჯილდოებულია საქართველოს ლენინური კომკავშრის (1967), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით. მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის (1976) და ლენინის (1986) ორდენები.

ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების: