დაიბადა 1939 წლის 12 ივლისს თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1970 წელს - მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (გრიგორი ჩუხრაის სახელოსნო). სადიპლომო ნამუშევარი - სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ”ქვევრი”. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983). მოღვაწეობს ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთში.

ფილმოგრაფია