დაიბადა 1939 წლის 10 მაისს. 1959 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში. გადაღებულია 16 –ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: ოხ ღმერთო.....(შურა), უმადური (ჯოკონდა), ბულგაკოვის მოლიერი (მოლიერის ცოლი), აღსარება (ქეთო), ყავა და ლუდი (გულჩინა), ცხელი ძაღლი (ვარავარა) და სხვა. საქართველოს სახალხო არტისტი (1987). მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმში "წიგნი ფიცისა" ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისთვის) (1987). კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

ფილმოგრაფია