დაიბადა 1929 წლის 14 ივნისს, თბილისში. 1948 წ. დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე სკოლა. 1948–50 წ.წ. სწავლობდა თბილისის საავიაციო ტექნიკუმში, ხოლო 1950-54 წ.წ. შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში (1954–58), კ/ს "ქართულ ფილმში" (1958-67), რუსთავის თეატრში (1967-1970), ხოლო 1970 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967). საქართველოს სახალხო არტისტი (1979).

ფილმოგრაფია