ალექსანდრე ალაზნისპირელი

მთავარი icon ხელოვანი  icon ალექსანდრე ალაზნისპირელი

ალექსანდრე ალაზნისპირელი

14/06/1898  - 30/11/1983

იგივე ალექსანდრე (საშა) კოჭლამაზაშვილი.
დაიბადა 1898 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში. 1917 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია. პირველად 1917 წელს გამოვიდა ქ. კარაკლისის (ამჟ. კიროვობადი) სცენაზე. 1918-20 წლებში მუშაობდა მსახიობად მუშტაიდის კლუბთან არსებულ დრამატულ კლუბში. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მსახიობად -ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის (1922-25), ჭიათურის მუშათა (1926-32), გორის (1932-36), ტყიბულის (1936-38), თელავის (1938-40), თბილისის სანიტარული კულტურის (43-44), ლანჩხუთის (1945-46), წითელწყაროს (1946-47) თეატრებში.1955-58 წლებში იყო რუსთავის საქალაქო კულტურის სახლის დრამკოლექტივის რეჟისორი. 1940 წლიდან პარალელურად თანამშრომლობდა კ/ს ქართულ ფილმში. საქართველოს დამსახურებული არტისტი(1967).

ფილმოგრაფია