დაიბადა თბილისში 1965 წლის 3 ნოემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გ. ჟორდანიას სახელოსნო). 1986-1992 წლებში მოღვაწეობდა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობად. 1992 წელს მერაბი მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში, ხოლო 1995 წლიდან იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში, ვენაში.

ფილმოგრაფია