1989 წლის 9 აპრილის შემდგომი ღამე. კომენდანტის საათი. ჩაბნელებულ ქუჩებში სამხედროები ”ბეტეერებით” დაქრიან. ასეთ დროს ქუჩაში აღმოჩნდება ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელსაც მხოლოდ თავისი შემოქმედება აღელვებს და არეულობაში გარევა არ უნდა. მაგრამ ეს ღამე მას თითქოს ცხოვრების გზაჯვარედინთან მიიყვანს – როდესაც ვიღაცას აპატიმრებენ, ვიღაცის სისხლით ხელები ესვრება, რეალობა მისგან კონკრეტული პოზიციის გამოხატვას ითხოვს.