დაიბადა 1961 წლის 20 ივნისს ქ.თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში სწავლობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. 1984 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ავსტრიაში.