მარინა კახიანი

19/09/1957

დაიბადა 1957 წლის 19 სექტემბერს, თბილისში. 1975 წელს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1975–1976 წლებში მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. რუსთაველის თეატრის მსახიობია. მიღებული აქვს: თეატრალური საზოგადოების პრიზები წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი (1984) და წლის საუკეთესო მსახიობი (1991), კრიტიკოსთა პრიზი საუკეთესო ტრაგიკოსი მსახიობი (2002), გრანპრი - პაკისტანის საერთაშორისო ფესტივალზე (1996) და ვაიმარის საერთაშორისო ფესტივალზე (1999).

ფილმოგრაფია