თბილისი-თბილისი

დრამა  

სტუდია ”ლზ”  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 0 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 2005

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი
სცენარის ავტორი: ლევან ზაქარეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) ტატიშვილი , კოტე ჯაფარიძე
კომპოზიტორი: ნიაზ დიასამიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ოჰანეს მაგაკიანი
მონტაჟი: მერაბ ახვლედიანი , თენგო ზაქარეიშვილი
პროდიუსერი: ლევან ზაქარეიშვილი
ფესტივალები და პრიზები:
2005

პრიზი საუკეთესო სცენარისთვის,შავიზღვისპირეთის ქვეყნების პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, კონსტანცა

2005

პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის კინომცოდნეთა და კინოკრიტიკოსთა გილდიისა და საერთაშორისო კინოპრესის პრიზი “სპილო”, დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა

2005

ჟიურის სპეციალური პრიზი, საერთაშორისო კინოფესტივალი Eurasia, ალმა-ატა

2006

რუსეთის კინოაკადემიის ყოველწლიური ნაციონალური პრემია “ნიკა” ნომინაციაში “დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი”;მოსკოვი

2006

გრან-პრი “ოქროს შროშანი”, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მე-6 კინოფესტივალი goEast, ვისბადენი

2006

პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. აშდოდის საერთაშორისო კინოფესტივალი, ისრაელი

თბილისი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის ფულის შოვნა მთავარ მიზნად იქცა: რეჟისორი სახლს აფხაზეთიდან დევნილებზე აქირავებს, პროფესორი ჯიხურში ვაჭრობს, ვაჭარი პარლამენტში ზის, ბავშვები ქურდობენ, სხვები ვითარებით სარგებლობენ... ახალგაზრდა რეჟისორი ამაოდ ცდილობს საკუთარი სცენარით ფილმის გადაღებას – ხელოვნება აღარავის სჭირდება.