ლოლიტა

დრამა  

კომპანია ”ქართული ტელეფილმი”  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2052 მეტრი, 75 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ გიორგობიანი
სცენარის ავტორი: რამაზ გიორგობიანი , ბესარიონ მაღლაკელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი ყურელი
დამდგმელი მხატვარი: გიგა ლაპიაშვილი
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
მონტაჟი: ვერა შიშმაკოვა–ნიკოლაძე
პროდიუსერი: ვალერი დონღუზაშვილი
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი (ვაჟა) , მზია არაბული (ლოლიტა) , ეკა ქუთათელაძე (ელენე) , იოსებ (სოსო) ხაინდრავა (მაკლერი) , თორნიკე თხილავა , ვარლამ ნიკოლაძე (ჯაბარბეგი) , ტრისტან სარალიძე (ტრისტანი) , ბონდო გოგინავა (გოგი) , ბესარიონ მაღლაკელიძე (თამაზი) , იოსებ (სოსო) ლაღიძე (მალანია-გამომძიებელი) , ვატო ციციშვილი , ამირან ბუაძე (ამირანი) , აბესალომ ლორია (ძია სერგო) , ალექსანდრე (სანდრო) სავიცკი (ექიმი) , ბერტა ხაფავა (ძალუა) , ვაჟა ფირცხალაიშვილი (მილიციის რწმუნებული) , ნანა მჭედლიძე (პელაგია) , მამუკა ლორია (ხამსა) , გივი ჯაჯანიძე , მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე (რევიზორი) , თემურ გვალია (კახა)

პროვინციელმა ქალმა მიატოვა მამაპაპისეული სახლ–კარი და ცდილობს დამკვიდრდეს ქალაქში. მისთვის მიზანი – მოიპოვოს ადგილი იმ სამყაროში, რომელიც მას პერსპექტიულად მიაჩნია – ყოველგვარ საშუალებას ამართლებს.