ორფეოსის სიკვდილი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2325 მეტრი, 85 წუთი

გამოშვების წელი: 1996

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: გიორგი შენგელაია , კოტე ჯანდიერი
დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვახტანგ რურუა
კომპოზიტორი: ირაკლი ჩარკვიანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დიმიტრი სურენსკი
პროდიუსერი: მურმან ცინცაძე

საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდი. ქუჩის მიტინგები, ეგზალტირებული საზოგადოება. ენტომოლოგ ვახტანგ ინტრიელის განსხვავებული შეხედულებები ბევრს აღიზიანებს, პრესა "მოღალატეს, კოსმოპოლიტს, ეროვნული იდეების მოწინააღმდეგეს" უწოდებს... ვახტანგი ქუჩაში ქალს გამოექომაგება. ნინო კახპაა და ნარკომანი. ვახტანგი ცდილობს ქალი შავ სამყაროს ჩამოაცილოს, მაგრამ მოძალადეები ჩაუსაფრდებიან და სცემენ. ნინო ვახტანგის დაცვას შეეცდება, მას ბრმა ტყვია იმსხვერპლებს. კვდება ვახტანგ ინტრიელიც, რომელმაც ძალადობისგან ვერც თავი დაიცვა და ვერც საყვარელი ქალი.


ფილმში გამოყენებულია ჰერმან ჰესეს და ვლადიმერ ნაბოკოვის ნაწარმოებების ზოგიერთი მოტივი